იტალიაში COVID-19-ით ბოლო 24 საათში კიდევ 168 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 631-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, 10 მარტის მონაცემებით, 977 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
სულ ქვეყანაში დადასტურებულია 10 149 შემთხვევა. აქედან 1004 გამოჯანმრთელდა. 733-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი სპეცრეისი დაეშვა, რომლითაც სახელმწიფომ იტალიაში დარჩენილი მოქალაქეები კორონავირუსის საფრთხის გამო სამშობლოში დააბრუნა.