ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არავის ერთმანეთისთვის არც არაფერი უჩუქნია, არც დაუთმია” – თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე

“ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. საქართველოს აქვს უკვე მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელმაც გუშინ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია გამოწვევები მიიღოს და მას შეუძლია დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. ამით მოიგო პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ. აქ არავის ერთმანეთისთვის არც არაფერი უჩუქნია, არც დაუთმია. მოდით ნურაფერს ნუ მივიწერთ ჩვენს თავზე. ეს არჩევნებიც ეს დემოკრატიაც ეკუთვნის ხალხს, საზოგადოებას. ამიტომ პოლიტიკოსებმა თუ რამე დათმეს, მე ვფიქრობ, რომ დათმეს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დაამტკიცეს რომ პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე

“ტვ პირველი”

იტვირთბა....