კათარზისმა, სადაც ასობით ხანდაზმული უფასოდ სადილობდა, კორონავირუსის პრევენციის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა.
კათარზისის წარმომადგენელმა, “ტვ პირველის” ეთერში კათარზისის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მუშაობას ორი დღით წყვეტს დღის ცენტრი, სადაც მისივე თქმით, ყოველდღიურად 350 მოხუცი იყრიდა თავს. მანვე აღნიშნა, რომ ალტერნატივის სახით, ისინი გამზადებულ პროდუქტებს მისცემენ მოხუცებს.
“მივიღეთ პრევენციული ზომები საქმიანობის დროებით შეჩერებაზე. ეს გაგრძელდება დაახლოებით ორი დღე. გარკვეული ნაწილი სოციალურად დაუცველია და კვების რაციონს იღებს უფასო სასადილოებიდან. ხვალისთვის უკვე ჩამოვყალიბდებით როგორ მოვაგვაროთ პრობლემა… ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ძირითადად ზუსტად რისკის მქონდე ადამიანები არიან, ანუ ხანდაზმულები”.