ახალი კორონავირუსის გამო, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ იტალიასა და ისრაელში ყველა ფრენა შეაჩერა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება უნგრული კომპანიის ოფისში გააკეთეს.
ფრენები იტალიის აეროპორტებიდან 10 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით შეწყდება.
ისრაელის შემთხვევაში, თელავივისა და ეილათის აეროპორტებიდან ავიარეისები 12 მარტიდან 23 მარტამდე შეჩერდება.