ახალი ამბები მთავარი სამართალი

“უზენაესის თავმჯდომარედ იქნება არჩეული ადამიანი, რომელიც კომფორტულია ხელისუფლებისთვის“,-დოლიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან დაკავშირებით მოსამართლეებთან კონსულტაციები იგეგმება. ამავე თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოში დღეს გასვლითი სხდომა გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არცევის პროფესს ფარსს უწოდებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

ანა დოლიძის შეფასებით, თავმჯდომარედ იმ პირს აირჩევენ, რომელიც ხელისუფლებისთვის კომფორტული იქნება.

“ვითომ დემოკრატიონობანას თამაშით, ვითომ კონსულტაციით მოსამართლეებთან საბჭომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. სინამდვილეში ეს იქნება მხოლოდ ფარსი, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ უზენაესის თავმჯდომარედ იქნება არჩეული ადამიანი, რომელიც კომფორტულია ხელისუფლებისთვის,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა თითქმის 2 წლის წინ დატოვა.

 

იტვირთბა....