ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება არ ჩაუტარებია.
ტრამპი პრესკონფერენციის დროს ახლო კონტაქტი იმყოფებოდა ორ დეპუტატთან, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თავად ამ დეპუტატებს იმ პირთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, თვითიზოლაციაში დარჩენილიყვნენ.
ამ ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
“პრეზიდენტმა არ გაიარა COVID 19-ზე ტესტირება, რადგან მას არ ჰქონდა ხანგრძლივი მჭიდრო კონტაქტი რომელიმე პაციენტთან, რომელსაც COVID 19-ი დაუდასტურდა. მას კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ გააჩნია. მისი ექიმი გააგრძელებს მასზე დაკვირვებას“,- განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა სტეფანი გრიშემმა.
ახალ კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს მსოფლიო მასშტაბით 3 990 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 63 662 ადამიანი განიკურნა. ხოლო, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსით 113 710 ადამიანია დაინფიცირებული.