ქუთაისში დაკარგულ, 23 წლის, სიმ ვიგერს ისევ ეძებენ. ნიდერლანდების მოქალაქე 7 მარტს, ქუთაისის ცენტრალური ქუჩიდან გაუჩინარდა. ამოღებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ის ბოლოს რიონის ნაპირთან იმყოფებოდა, რის გამოც მისი ძებნა მდინარე რიონშიც დაიწყო.
საქართველოში ჩამოვიდნენ დაკარგულის ოჯახის წევრებიც. პოლიცია აქტიურ სამძებრო სამუშაოებს ატარებს.