ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები იკლებს

ევროპისგან განსხვავებით, ჩინეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაცვალების 17 და დაინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა. ჩინელი პაციენტების 70%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კოვიდ 19″-ით გარდაცვალების პირველი ფაქტები დადასტურდა გერმანიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. გარდაცვალების 30-30 ფაქტი გამოვლინდა ესპანეთსა და საფრანგეთში.

ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა პანამაში, მონღოლეთში, კვიპროსსა და ბურკინა-ფასოში.

ინფექციის პრევენციის მიზნით, ისრაელში ჩასულ ყველა პირს ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუწევს. 14 დღით საჯარო ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა სლოვაკეთსა და კოსტა-რიკაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 72-ს მიაღწია. ინფიცირებულია 708 ადამიანი. მათ შორის NASA-ს თანამშრომელი.

 

იტვირთბა....