ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია

ტყის ხანძრები ლიკანში, წალენჯიხასა და ქობულეთში ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე – გურიაში, კრიხში, ხვანჭკარასა და ონში – რაჭაში, თეთრიწყაროში. ქვემო ქართლში  – რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე – სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო – სოფელი ლია.

მათივე ინფორმაციით, ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჯამში მობილიზებულია 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

იტვირთბა....