ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 97 შეადგენს. საერთო რაოდენობამ კი 463 მიაღწია.
ქვეყანაში 1797 ახალი დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება. საერთო ჯამში კი ინფიცირებულთა რიცხვი 9172-ს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ იტალია ირანის შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 113 754 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 832 პაციენტი. ვირუსს ემსხვერპლა 3 990 ადამიანი