“ჩინეთს გარეთ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ვერ ემორჩილება. ჩინეთმა სიტუაცია მოაქცია კონტროლს ქვეშ და შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ჩინეთს გარეთ იმატებს. რადგან ჩვენ, საქართველო ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, ვერ გავაკეთებთ პროგნოზს, რომ შევჩერდებით 15 ინფიცირებულზე. შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს ანუ მზადყოფნის რეჟიმი ქვეყანაში უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს.”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელების რისკებთან დაკავშირებით გაავრცელა.