ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მობილური ტელეფონი შესაძლოა კორონავირუსის მატარებელი 9 დღის განმავლობაში იყოს

კორონავირუსი სიცოცხლეს უსულო ზედაპირზეც ახერხებს – ამის შესახებ ინფორმაციას Menshealth.com ავრცელებს. მათივე ცნობით, უსულო ნივთებზე კორონავირუსი 9 დღემდე რჩება.

მობილური ტელეფონიც შესაძლოა კორონავირუსის მატარებელი იყოს. ზემოაღნიშნულ კვლევაში, რომელიც Journal of Hospital Infection-ში გამოქვეყნდა, მვკლევარებმა გაითვალისწინეს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომი (MERS), ენდემური ადამიანის ბეტა კორონავირუსი(HcoV).

მკვლევარების თქმით,  აუცილებელია ნივთის ზედაპირის დეზინფექცია ხსნარით, რომელიც შეიცავს 0.1% კალიუმის ჰიპოკლორიტს ან 62-დან 71% ეთანოლს. მკვლევარების აზრით, ეს შეამცირებს ზედაპირის ინფექციურობას. კორონავირუსის ზემოაღნიშნული ტიპებზე მოქმედი ეს მეთოდი გერმანელ მკვლევარებს ახალი კორონავრისუსისთვისაც გამოსადეგად მიაჩნიათ.

„თქვენ არ უნდა დააცემინოთ ტელეფონზე, რადგან ასე მტკივნეული-გავლენის მქონე ორგანიზმებს გადაიტანთ.“ – აღნიშნავს არიზონას უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი ჩარლზ გებრა.

„რაც ჩვენ გავარკვიეთ ვირუსის მოძრაობასთან დაკავშირებით არის ის რომ, თქვენ ეხებით ზედაპირს, რომელზეც ვირუსი ცოცხლობს და შემდეგ იგი გადაგაქვთ თქვენს მობილურზე, შემდეგ მიდიხართ სახლში ან სხვა ადგილზე და კვლავ ეხებით მობილურს, რის შემდეგაც სხვა ნივთს შეეხებით და ვირუსი ზედაპირზე ვრცელდება.“

იტვირთბა....