“უნდობლობის პრობლემა აქვს ხელისუფლებას. თვითგანადგურება თუ არ აქვთ დაგეგმილი, მაშინ ამ შეთანხმებიდან უკან დაწევა ვერ წარმომიდგენია. 149 დეპუტატიდან ფაქტობრივად უდიდესმა ნაწილმა დავაფიქსირეთ წერილობით მზაობა, რომ ეს ცვლილებები გავიდეს. კენჭისყრაზე სამჯერ გვჭირდება113 დეპუტატი, იმისთვის რომ ცვლილება გავიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ 40 პირიც რომ იყოს წინააღმდეგი მაინც იქნება გატანის შესაძლებლობა. თუ ორგანიზებული, ორკესტრირებული ჩაგდება არ იქნება დადგმული როგორც ეს მოხდა წინაზე ცვლილება გავა.”
ფრაქცია დამოუკიდებელი დეოუტატების წევრი – თამარ ჩუგოშვილი
აღნიშნული განცხადება ჩუგოშვილმა, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით გაავრცელა.