aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა ოცნებამ, რომ სიტყვაზე ვერ ენდობი” – გიორგი მარგველაშვილი

“ისეთი ავტორიტეტი ჩამოაყალიბა “ქართულმა ოცნებამ” თავის თავზე, რომ სიტყვაზე უბრალოდ ვერ ენდობი. ძალიან სამარცხვინოა ამის თქმა, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან თაღლითები, მაგრამ თაღლითებსაც გააჩნიათ რეალობის განცდა. ახლა კიდევ ერთხელ რაღაც ტრიუკი, უკვე მგონი კატასტროფას დააყენებს. როგორ შეიძლება ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს იმ ქვეყანაში, სადაც პერიოდულად პოლიტიკოსებს ან იჭერენ, ან მათზე საქმეს აღძრავენ, ან მუდმივად ისინი არიან შანტაჟის ობიექტები. მიღწეულია ის, რომ ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ ციხე.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექსპრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი

აღნიშნული განცხადებით მარგველაშვილი ეხმაურება, 8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, შეთანხმებაზე ხელის მოწერას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

იტვირთბა....