ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციისგან 62 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციისგან 62 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ინფიცირებულია 110 034 ადამიანი, ხოლო ვირუსს 3,826 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატისიკური მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა ინფიცირებულთა 56.6%, ხოლო გარდაიცვალა 3.5%. ჩინეთში ინფიცირებულია 80 735 და გარდაცვლილია 3 119 ადამიანი.

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტად დაზარალდა იტალია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 7 375 მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა 366 პაციენტი.

იტვირთბა....