aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ონის სოფლებში – ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნაკიეთსა და ჯინჭვისში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ონის მერიის ცნობით, სოფლებში ცეცხლის კერები დღეს დილიდან შეინიშნება.

“არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია მინდვრის საფარზე, დაახლოებით, 500 კვ.მ ფართობზე.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ოცდაათამდე მეხანძრე-მაშველი.

შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე იქნება შესაძლებელი”, – ნათქვამია ონის მერიის ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....