ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ტყის მახლობლად, ეკალ-ბარდებსა და ბალახს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.