ნატოს შტაბბინაში კორონავირუსი გამოვლინდა.
ინფორმაციას ნატოს ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. ნატოს ინფორმაციით, კორონავირუსი ბრიუსელის ოფისში მომუშავე 1 ადამიანს დაუდგინდა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში იყო სამოგზაუროდ.
ინფიცირებული, საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.