„ვიყოთ კორექტულები და თავს ნუ ვარტყმევინებთ ამ შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებას”. ისედაც ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგეს უკან და ამიტომ მაინცდამაინც ნუ ვათქმევინებთ, რომ პოლიტპატიმრები არიან. გამოუშვან ეს ხალხი ციხიდან და ეს ხომ იმის აღიარება იქნება, რომ არასწორად და უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულები? ხვალ არის პირველი ტესტი. რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ შეთანხმებას ვნახავთ ხვალ, ბესიკ თამლიანის პროცესზე”
ალეკო ელისაშვილი – „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.