ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან 62 000 ადამიანი განიკურნა, 3 825 კი გარდაიცვალა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 825 -მდე გაიზარდა, ხოლო , 110-მდე ქვეყანაში 110 041 ადამიანია დაინფიცირებული. ახალი ტიპის ვირუსისგან კი 62 000 ადამიანი განიკურნა.

3 000-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში დაიღუპა, 366 იტალიაში, 194 კი – ირანში.

ჩინეთში ვირუსით 80 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ამასთან, 7 000-ზე მეტი ადამიანი არის ინფიცირებული სამხრეთ კორეასა და იტალიაში.

იტვირთბა....