“საჩხერის საავადმყოფოში ახლა იმყოფება ორი პაციენტი, რომელთაგან ერთი არის დადასტურებული შემთხვევა, მეორე არის საეჭვო. დღეს დილით ავიღეთ ანალიზები, საღამოს უკვე საეჭვო პაციენტის შესახებ ინფორმაცია გვექნება. რაც შეეხება უკვე დადასტურებულ შემთხვევას, ის უკვე ორი დღეა საჩხერის საავადმყოფოშია. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და იმყოფება ინფექციური განყოფილების ბოქსირებულ პალატაში”
მიხეილ ქამუშაძე, საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი
TV პირველი
შეგახსენებთ, გუშინ საჩხერეში, საკარანტინე ზონაში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მე-13 შემთხვევაა.