“დღეს ისტორიული დღეა, ერთობამ დიდი და პატარა ე.წ. პროდასავლური და ე.წ. პრორუსული პარტიები შეათანხმა. მე და ავსტრიის ელჩი შევთანხმდით, რომ პროავსტრიულ პარტიას დამიძახებენ. დიდი მხარდაჭერის მქონე პარტიებმა ძალიან დაუჭირეს მხარი მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს და ასევე მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებმა ძალიან მოწიფული პოზიცია გამოავლინეს, როდესაც არ წამოეგნენ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მხოლოდ ბარიერის შეცვლას”
ნინო ბურჯანაძე, “ერთიანი საქართველი – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
TV პირველი
ნინო ბურჯანაძემ ეს განცხადება ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საბოლოოდ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდა.