aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 100 წლის პაციენტი განიკურნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“სიენენის” ცნობით, ჩინეთში 100 წლის კაცი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსით იფიცირების დიაგნოზი ჰქონდა დასმული, გამოკეთდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ჩინური ახალი ამბების სააგენტოს, “ჩინჰუას” ინფორმაციით, კაცი, რომელიც საავადმყოფოდან გაწერეს, კორონავირუსით დაინფიცირებული ყველაზე ასაკოვანი პაციენტი იყო.

კორონავირუსისგან განკურნებული კაცი 1920 წლის თებერვალშია დაბადებული და მან 100 წლის იუბილე ცოტა ხნის წინ აღნიშნა.

იგი საავადმყოფოში 24 თებერვალს გადაიყვანეს. კორონავირუსის გარდა, მის მდგომარეობას სხვა თანმხლები დაავადებები ამძიმებდა – ალცჰაიმერი, ჰიპერტენზია და გულის შეტევა.

მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ჩინელმა მედიკოსებმა შეძლეს და პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 80 701, გარდაცვალების კი 3125 შემთხვევა ფიქსირდება. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული 57 325 პაციენტი განიკურნა.

იტვირთბა....