კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, სტაბილური. – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, პაციენტს ფილტვების ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამისი მკურნალგანაცხობა უტარდება.
„პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ჯერჯერობით არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მას მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერ-ჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება ჯერ-ჯერობით გრძელდება. რენდგონოლოიგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებული იქნა, როგორც მაინც ფილტვის ანთება და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა და დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა ,რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერ-ჯერობით, კლინიკო-ლაბოტაროტიული მონაცემებით მასთან არის ცვლილებები, მაგრამ მათი კორეგირება ამ ეტაპზე შესაძლებელია და ჩვეულებრივ მას მკურნალობა უგრძელდება. დანარჩენი ყველა პაცინეტის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი 37-დან 37.4-მდე, ზოგთან იშვიათი ხველა გვაქვს, ზოგთან სხვა გამოვლინება და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით ყველასთან შეინიშნება ერთ-ორი ნიშანი ცვლილების რომელიც მეტ-ნაკლებად დინამიურად არ ღრმავდება და არ უარესდება. ამ ეტაპზე ჩემთან წევს 12 პაციენტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.