ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს კორონავირუსი დაუდგინდა

“სიენენის” ინფორმაციით, იტალიაში დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნიკოლა ზინგარეტ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ზინგარეტიმ საკუთარ “ფეისბუქგვერდზე’ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, იგი იზოლაციაში იმყოფება.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, იტალიელი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 4 636 ადამიანია დაინფიცირებული. დაღუპულთა რაოდენობა კი 197-ს აღწევს.

იტვირთბა....