მთავარი ციტატა

“ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელ ადამიანებთან”

„ვინაიდან ახალი კორონავირუსი არის გლობალური პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შესაბამისად მთელი მსოფლიო ერთობლივად არის მობილიზებული, რომ დაძლიოს ეს პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან, ამ შემთხვევაში გავრცელება შემცირდება და მეტად კონტროლირებადი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციის მართვა ბევრად რთული იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელ ადამიანებთან და დღესდღეობით მოწმდება ის 70 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტზე“

ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

იტვირთბა....