ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალიამ ჩინეთს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით გაასწრო

ჩინეთში ოფიციალურად კორონავირუსის 80 651 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 55 422 გამოაჯანმრთლეს და უმრავლესი მათგანი სახლში გაწერეს. ჩინეთის ჯანდაცვის უწყებამ აღნიშნულ წარმატებას მიაღწია იმ მხრივ, რომ ჰუბეის პროვინციის 58 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქცია, რისი წყალობითაც ვირუსის მასშტაბური გავრცელება შეაჩერა.

ამ დროისთვის, კოვიდ 19-ით დაინფიცირების ყველაზე მასშტაბური გავრცელება არის იტალიაში. შედარებისთვის, მხოლოდ გუშინ დაინფიცირების 778 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ჩინეთში კი ეს რიცვხვი 100-ს შეადგენდა. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, უკვე 198 ადამიანია გარდაცვლილი იტალიაში და ამ მაჩვენებლით აქ ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული კოროანვირუსით გარდაცვალების.

იტვირთბა....