ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანი იმყოფება

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებს, მათი რიცხვი 42-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი უცვლელი რჩება. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ვებ-გვერდზე გუშინ განთავსებული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში – 162 ადამიანი იყო; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 45 პირი.

იტვირთბა....