“საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან იტალიის რესპუბლიკაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეძენილი, ან დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები იმ რეისებზე, რომლებიც გაუქმდა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 6 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოსვლას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა”, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამომგზავრების მსურველმა, საქართველოს მოქალაქეებმა პირადი მონაცემები იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოაგზავნონ .
“ამისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე hotline.rome@mfa.gov.ge გამოაგზავნონ პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების, ან ბილეთების ჯავშნის ასლები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.