თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“სროლის ხმა გავიგეთ. გაჩერებული მანქანიდან ისროლეს”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებამ გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.