ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს, რომელთა შორის ოთხი წლის ბავშვიცაა, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.

რვა პაციენტიდან სამმა კლინიკას გუშინ, გვიან ღამით თავად მიმართა, დანარჩენი ხუთი კი, ქუთაისის აეროპორტიდან ორი დღის წინ შეიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს სეზონური ვირუსი აქვთ და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა ფიქსირდება.

იტვირთბა....