ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ სოფელ ბერშუეთიდან გაიტაცეს გათავისუფლებულია.
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
გათავისუფლების ფაქტი დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი ორი დღის წინ დააკავეს.