“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებამ საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთ დარგს პრობლემები შეუქმნა.
როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხელისუფლებას რამდენიმე ზომის გატარებისკენ მოუწოდებს.
“კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში პრობლემა შეუქმნა საქართველოში ეკონომიკის ზოგიერთ დარგს. განსაკუთრებით მძიმედ აისახა ეს ტურიზმის სექტორზე. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ როგორ განვითარდება პროცესები და არ არის ადვილი პროგნოზირება იმ უარყოფითი შედეგებისა, რაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ვირუსის შემდგომმა გავრცელებამ. ამიტომ, აუცილებელია, გატარებული იქნას საქართველოს ხელისუფლების მიერ საგანგებო ზომები, რათა პირველ რიგში, ზემოქმედება მოვახდინოთ ისეთ სფეროზე, როგორიც არის ტურიზმი…
გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წელს საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და მოხდეს მათი გადანაწილება 2021 წელზე;
100 000 ლარიდან 165 000 ლარამდე დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი;
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს, 2020 წლის განმავლობაში, დაიბეგრონ 0%-ით.
მოხდეს 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირება;
ეთხოვოს საქართველოს საბანკო სისტემას, კრიზისულ ვითარებაში მყოფი ტურისტული კომპანიების სესხების გადავადების, რესტრუქტურიზების შესახებ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.