“საქართველო არის მსოფლიოში ამ მომენტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, ვინც ყველაზე სწრაფად და ყველაზე ეფექტური ნაბიჯები გადადგა ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში არ იყოს პანიკა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველამ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაძლევენ. რეალურად, ამ მომენტისთვის, ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას”
არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.