თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოს 5 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, რომელსაც გუშინ დაუდგინდა კორონავირუსი, ეზუგბაიას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
„ერთი პაციენტის მდგომარეობა 24 საათის მეთვალყურეობის შემდეგ, საშუალოზე მძიმეა. მაინც საყურადღებოა ეს პაციენტი, რადგან დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი და თუ ასე შენარჩუნდება, კარგი იქნება. დანარჩენი შვიდი პაციენტი არის დადებითი ტესტირებით, ამათთან გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა კვლევები და შეფასება დინამიკაში, როგორ ვითარდება სიტუაცია. ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და გამოვლენა. რაც შეეხება პირველ სამ პაციენტს, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირაა ჩვენთან წევს, მათთან სტაბილური სიტუაციაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული.