ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 148 შეადგინა. ქვეყანაში ინფიცირების 3 800-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 108-მდეა გაზრდილი ირანში. ინფიცირებულია 3 500-ზე მეტი პაციენტი.
COVID 19-ის შემთხვევები მატულობს სამხრეთ კორეაშიც, სადაც 6 ათასზე მეტი ინფიცირებული და 40 გარდაცვლილია. კორონავირუსი პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, პალესტინასა და კოსტა რიკაში.
გარდაცვალების პირველი ფაქტი დადასტურდა დიდ ბრიტანეთში. ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვმა 283-ით მოიმატა გერმანიაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია და სახელმწიფოებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.