“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა.
ბრალდებულ კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა გააუქმა . მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ცნობისთვის, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.