aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მკვლელობა ახალციხეში – ბრალდებულს სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების ხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნ.მ-მ სხვა პირთან ერთად, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განზრახ დააზიანა მ.ფ-ს კუთვნილი მიკროავტობუსის კორპუსი და მინები. აღნიშნულის შემდეგ, მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გამყიდველს ა.პ.-ს ნაჯახით თავის არეში ჭრილობები მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს ნ.მ-მ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ა.გ-ს და თანხის გადახდის გარეშე, ავტომობილში საწვავი ჩაასხმევინა.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 12 ივნისს დაბა ბაკურიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იტვირთბა....