მთავარი ციტატა

„ეს არის ძალიან ღირსეული განცხადება გიგი უგულავას მხრიდან” – ვაშაძე

„ეს არის ძალიან ღირსეული განცხადება გიგი უგულავას მხრიდან, მე მხარს ვუჭერ ამ განცხადებას. ეს კონკრეტულად ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოში პოლიტპატიმრებია, თუ ადეკვატური ინიციატივა იქნება პარლამენტში საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით, მაშინ ოპოზიცია ამას მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ამას შესაბამისი გამოხმაურება უნდა ჰქონდეს ოპოზიციური დეპუტატებისგან, ვინც პარლამენტშია. თუ ეს იქნება 130/20, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს პროპორციულ მისწრაფებას, მაშინ აუცილებლად მხარდაჭერა უნდა მოხდეს ასეთი წინადადების, თუმცა ეს არ ნიშნავს 110/40 მხარდაჭერას“

გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” ლიდერი

აღნიშნული განცხადებით ვაშაძე “ევროპული საქართველოს წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას “ფეისბუქ-პოსტს” გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა: ““არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში”.

მისივე თქმით, ““ჩემი პატიმრობა ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია”.

იტვირთბა....