მთავარი ციტატა

“ჩემი პატიმრობა ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია”

“მინდა მივმართო ჩემს თანაგუნდელებს და მთლიანად ოპოზიციის ერთობას. ჩემი პატიმრობა, ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას – ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე, ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” წევრი

ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....