„ზოგადად, მივესალმები, რომ უგულავამ თავის პოლიტიკურ პარტნიორებს ეს მორალური მომენტი მოუხსნა. ჩვენ მის პოლიტიკურ პარტნიორთა წრეში ნამდვილად არ მოვიაზრებით, მაგრამ სახელმწიფოებრივად ამ შემთხვევაში სწორი იყო, აქცენტი გაგვეკეთებინა არჩევნებზე, ამ პირობის დამოუკიდებლად, რადგან სხვა შემთხვევაში, თუ იქნებოდა სპეკულაციები ამ მიმართულებით, ან სპეკულაციებიც რომ გამოვრიცხოთ, იდეაში ხელისუფლება კეთილსინდისიერად არ იქცევა თავის ოპონენტებთან მიმართებაში, ეს იგრძნობა, ვინ არის პოლიტპატიმარი და ვინ არ არის”
გედევან ფოფხაძე – საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი
აღნიშნული განცხადებით ფოფხაძე “ევროპული საქართველოს წევრის, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას “ფეისბუქ-პოსტს” გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა: ““არ მსურს, ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში”.
მისივე თქმით, ““ჩემი პატიმრობა ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია”.