ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულს სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის პაატა იმნაძე მადლობას უხდის

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულ ადამიანს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის.

როგორც იმნაძემ განაცხადა, ინფიცირებულმა სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა, გარდა ამისა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

“ძალიან დიდი მადლობა ბოლო შემთხვევას, ძალიან გაგვიადვილა სამუშაო, იმიტომ, რომ იყო თვითიზოლაციაში, კონტაქტები დადგენილია. ადამიანი თვითშეგნებით იყო და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის ვირუსი 4 შემთხვევა დაფიქსრირდა. ყველა დაინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.

 

 

იტვირთბა....