ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჟურნალისტებს ურჩევს, რესპონდენტთან 1-1,5 მეტრის მანძილი დაიცვან – რეკომენდაციები მედიისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს რეკომენდაციიტ მიმართავს.

უწყება ჟურნალისტებს მოუწოდებს, რესპონდენტებთან არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილის დისტანცია დაიცვან, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ. ვინაიდან, ინფექციით ინფიცირებული ადამიანი  ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს, ახლო მანძილზე, შესაძლებელია ვირუსის ჩასუნთქვა მოხდეს.

ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების ან შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების დროს, მედიის წარმომადგენლებმა შემდეგი მარტივი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ”

  • შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქებისას ინტერვიუს წარმოება მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით.
  • ინტერვიუს დროს მიკროფონის გამოყენება ღრუბლის გარეშე. დასრულებისთანავე მიკროფონის მთლიან კორპუსს უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია.
  • შესაძლო ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება სამედიცინო ნიღბის გამოყენების გარეშე.
  • უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნება – არანაკლებ 1-1.5 მეტრი მანძილი ჟურნალისტსა და რესპონდენტებს შორის, განსაკუთრებით იმ პირებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ ან/და მაღალი სიცხე აქვთ.
  • სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე რეკომენდებულია ნიღბის მოხსნა, წინა ზედაპირის შეხების გარეშე და გადაგდება სანაგვე ყუთში.
  • სველი წესით გაწმენდა და დეზინფექციის ჩატარება იმ ნივთებისთვის, რომელთაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან.
  • ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგად რეკომენდაციები: ხელის ხშირი დაბანა, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით, ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით. ასევე, დაუშვებელია თვალების, ცხვირისა და პირის ღრუს დაუბანელი ხელით შეხება.

 

 

 

 

იტვირთბა....