ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა

უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აღნიჩნული ვირუსით საავადმყოფოში ორი პაციენტია გადაყვანილი.

ორბანის თქმით, ინფიცირებულები ირანელი სტუდენტები არიან.

ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტიპი 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. მისი ეპიცენტრი ხუბეის პროვინციის ქალაქი უხანია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე ბევრი დაავადებული სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია.

კორონავირუსის გავრცელების საკითხი დღეს ვიშეგრადის ოთხეულის ლიდერებმა პრაღაში გამართული შეხვედრისას განიხილეს.

იტვირთბა....