“ქართული ოცნება უკვე ცნობილია, როგორც გადამგდები პარტია. უცხოეთში და ყველგან. ქართულ ოცნებას სჭირდება რაღაც ფორმით ლეგიტიმაცია მოახდინოს თავისი ამ შეფასების და როგორმე თქვას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, რომ ხელი არაფერზე მომიწერია, რა გინდათ ჩემგანო? თუ ახლა ხელი მოეწერა რაღაცას, ქართული ოცნება იტყვის, რომ რა გინდათ, ჩვენ უკვე გამართლებულები ვართ, უკვე ჩვენ გვეპატია… ანუ ქართულ ოცნებას აწყობს მაინც, რომ რაღაც შედეგზე გავიდეს, რათა არჩევნებზე არ მივიდეს, როგორც გადამგდები და ფარისეველი პარტია.”
პაატა ზაქარეიშვილი – “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში
აღნიშნული განცხადება ზაქარეიშვილმა, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა