ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის უწყება შეზღუდვებს აწესებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა.

უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდებიან.

მათივე ინფორმაციით, ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. გადაიდო ან გაუქმდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში დაგეგმილი სამსახურეობრივი მივლინებებიც.

იტვირთბა....