ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძის თქმით, ლუგარის ცენტრიდან 24 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 239 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით, ლუგარის ცენტრიდან, ამ ეტაპზე, საერთო ჯამში, 24 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან.

“დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 21 ნიმუში, აქედან 16 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან იყო და ამ 16-ში ორი გახლავთ განმეორებითი ინფიცირებულებზე. 5 ნიმუში იყო იმერეთიდან. 5 ნიმუშის ტესტირება დამთავრებულია – ყველა გახლავთ უარყოფითი. 16-ის ტესტირება მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში აღებულია კიდევ 8 ნიმუში და ახლა გადმოდის ლუგარში შემდგომი კვლევისთვის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ეპიდსიტუაცია უარესდება და დღევანდელი მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს 81 ქვეყანა მოიცვა.

 

 

იტვირთბა....