საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ეპიდსიტუაცია უარესდება.
როგორც გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს 81 ქვეყანა მოიცვა.
“სულ, ჩინეთთან ერთად, 94 224 შემთხვევაა დადასტურებული მთელ მსოფლიოში, აქედან 14 000 არის ჩინეთს გარეთ. ჩინეთს გარეთ, ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება სამხრეთ კორეაში – 5 621; იტალიას გადაასწრო ირანმა, სადაც დღევანდელი მონაცემებით, დაფიქსირებულია 2 922 შემთხვევა, დაიღუპა 92”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.