ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

“იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე  სასწრაფო სამედიცინო  სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი”, – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

ინფიცირებული რომის კლინიკაში გადაიყვანეს.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

იტვირთბა....