ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსის გამო ინდოეთმა წამლების ექსპორტი აკრძალა, რის გამოც გლობალური დეფიციტის საშიშროება ჩნდება

მედიკამენტები

კორონავირუსის გავრელების გამო, ინდოეთმა გარკვეული მედიკამენტების ექსპორტი აკრძალა, რის გამოც წამლების გლობალური დეფიციტის საშიშროება არსებობს.

მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილმა მიმწოდებელმა აკრძალა 26 ინგრედიენტისა და მათგან დამზადებული მედიკამენტების ექსპორტი.

BBC-ის ცნობით, საექსპორტოდ აკრძალულ მედიკამენტების ჩამონათვალშია  პარაცეტამოლიც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ტკივილგამაყუცებელია.

ინდოეთის მედიკამენტების მწარმოებლები ინგრედიენტების 70%-ს ჩინეთიდან იღებენ, ამიტომ მასზე არიან დამოკიდებულები. ამის გამო, ინდუსტრიის ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რომ ეპიდემიის შემთხვევაში, მათ დეფიციტი ემუქრებათ.

ინგრედიენტებისა და მედიკამენტების ჩამონათვალი ინდოეთის ფარმაცევტული ექსპორტის 10% -ს მოიცავს და მასში შედის  რამდენიმე ანტიბიოტიკი, როგორიცაა ტინიდაზოლი და ერითრომიცინი, ჰორმონი პროგესტერონი და ვიტამინი B12.

 

 

 

 

 

იტვირთბა....